„როგორც ჩანს საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ვეტოს უფლებას და ეს არის ძალიან მნიშნელოვანი იმისათვის, რომ ქართულ ოცნებას კვლავ არ მიეცეს საშუალება, რომ ანტიკონსტიტუციური მოდელით განახორციელოს უკანონო მოსმენები, ამ ყველაფრის გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს, ერთის მხრივ ჩვენ შეიძლება გვქონდეს უზრუნველყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოება, მეორეს მხრივ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დაცული ადამიანის უფლებები“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა ირაკლი აბესაძემ.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც თავიდან აგვაცილებს მსგავსი მავნე კანონების მიღებას. პრეზიდენტთან შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც არის ეს, ჩვენ რაც შეგვეძლო ვიბრძოლეთ პარლამენტში, რომ ეს კანონი არ გასულიყო, დავანახეთ საზიგადოებას და ბიზნესს, რომ ეს არის ძალიან ცუდი, როგორც დემოკრატიის ასევე ეკონომიკის განვითარებისათვის, პრეზიდენტს ვურჩევთ რომ დაადოს ვეტო.“ - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






