"სამართლებრივი ხარაკირი" - ოპოზიცია იმედოვნებს რომ ხელისუფლება R2-საქმეზე ევროკონვენციას არ დაუპირისპირდება
პოლიტიკა - 09:44, 14 Mar, 2017     4472
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანიის დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკოსებების შეფასებები.

ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების უგულვებელყოფის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ მსგავი გადაწყვეტილებით რუსეთმა მასხრად უკვე აიგდო თავი.

“ეს არის სამართლებრივი ხარაკირი, თვითმკვლელობა. არა მარტო მთავრობის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოქმედება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არდამორჩილება და გადახედვა, ეს უფრო რუსეთის ფედერაციის თემაა და მათ აქვთ რაღაც მსგავსი კომპეტენციები საკუთარი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინიჭებული, მაგრამ ეს ერთის მხრივ შემაშფოთებელია და მეორეს მხრივ რუსეთმა ამით საკუთარი თავი აიგდო მასხრად და ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი წევრობა ევროსაბჭოში,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ნაციონალურ მოძრაობაის წევრი გია ბარამიძე აღნიშნავს, რომ პუტინმა რამდენიმე წლის წინ იუკოსის საქმეზე რუსული კანონმდებლობა ევროსასამართლოს ვერდიქტზე მაღლა დააყენა და პრაქტიკულად ევროპისგან თვითიზოლაცია გამოაცხადა.

„თუ ივანიშვილი ასეთ ნაბიჯს გადადგამს და პირდაპირ ასე თავხედურად, რაღაცა მექანიზმებით პარლამენტის ერთ მეხუთედს ან ვინმეს სხვას, მთავრობას აიძულებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი სარჩელი შევიდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ახლა უკვე აკონტროლებს, თავისი ჩანერგილი ადამიანებით მანანა კობახიძით და სხვებით, მიაღებინოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გამოგვიყვანოს ევროპის სამართლებრივი სივრციდან,“ - აცხადებს გიორგი ბარამიძე..

ხელისუფლების პოზიცია კი არ შეცვლილა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობს.

„ეს არის ქონებრივი დავა ორ სუბიექტს შორის, შესაბამისად, ერთი სუბიექტი თუ რაღაც ნაბიჯის გადადგმას აპირებს, ეს არის მისი უფლება. თუ კი ის დაცვის სტრატეგიას კონკრეტულად ჩამოაყალიბებს, ეს მისი უფლებაა, სხვა დანარჩენი საკითხი განხილული არ ყოფილა“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42