„მას არ აქვს ეს მანდატი მინიჭებული” - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ დაწყებულ კამპანიას - „კონსტიტუცია ყველასია“ ეხმაურება
პოლიტიკა - 21:28, 13 Mar, 2017     2400
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი კონსტიტუციის შემუშავებასთან დაკავშირებით და მივყვებით ამ დღის წესრიგს“,- ასე ეხმაურება ბერლინში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებულ კამპანიას - „კონსტიტუცია ყველასია“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვები კომისიის შემადგენლობაში მყოფი 73 წევრის მიერ კონსტიტუციის პროექტის მომზადების შემდეგ უნდა დაიწყოს, რასაც, მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობაც ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციურ ინიციატივებზე მსჯელობას მხოლოდ დოკუმენტის მომზადების შემდეგ აქვს აზრი.

„ჩვენი დღის წესრიგი არის რაციონალური, არის ლოგიკური, განსხვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩაერთოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჩართოს თავისი წარმომადგენლები ამ კომისიის მუშაობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია დახვეწილი დოკუმენტის მოსამზადებლად. „დახვეწილი დოკუმენტი ისედაც მომზადდება, ძალიან ქმედითი და ეფექტურია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მისი მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენთვის გაუგებარია მისი მხრიდან ბოიკოტის მიზეზი“,- განაცხად პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის ხალხის სახელით მინიჭებული მანდატით მოქმედებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა: „მას არ აქვს ეს მანდატი მინიჭებული, საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება ის, თუ როგორ უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ამ ნორმების თანახმად, კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა და კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ინიციატორი და ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტი. ეს წერია კონსტიტუციაში და მოქმედ კანონმდებლობაში, შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ეს მე არ ვიცი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42