„აშკარაა, რომ დაიწყო ზეწოლა ქალბატონ ელისოზე, ესაა ერთგვარი შურისძიება იმის გამო რომ ის ხელისუფლების ქმედებებს და კორუფციულ ფაქტებს ააშკარავებს. დაკავებულთან ვერ შედის ადვოკატიც და ეს უკვე ცხადად აჩვენებს, რასთან გვაქვს საქმე. ნარკოტიკების თემა სასაცილოდ მეჩვენება, იმიტომ რომ ყველას ვინც ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის კარგად ესმის, თუ რა თვალთვალის ქვეშაა, მის შვილსაც ეცოდინებოდა თუ რა ზეწოლის ქვეშაა დედამისი და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოუშვას ელისო კილაძის შვილი, მსგავსი შურისძიება ძალიან დაბალი დონის მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რა რეჟიმისკენ მიექანება ქვეყანა.“- განაცხადა პაატა დავითაიამ. მისი თქმით ეს სიტვის თავისუფლების შეზღუდვის ერთგვარი მცდელობაა და თუ დღეს ელისო კილაძესთან მიმართებაში ხელისუფლებას ეს გამოუვიდა, ხვალ მედიის სხვა წარმომადგენელის შვილი დადგება იგივე საფრთხის ქვეშ:
„დღეს თუ ეს გამოვიდა, ხვალ სხვის შვილსაც დაემართება.“- აღნიშნა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






