„იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი ელისაშვილის მხრიდან ადგილი ქონდა ეკა ბესელიას მიმართ ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. ქალბატონი ეკა ბესელია იძულებული გახდა თავისი უფლებების დაცვა სასამართლოსთვის ეთხოვა. ფაქტია, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან გაჟღერებული არცერთი ბრალდება არ დადასტურდა“- განაცხადა ეკა ბესელიას უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს აღნიშნულ ფაქტს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ეკა ბესელიას სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
„ეკა ბესელია წარმოადგენს საჯარო პირს, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებით მაღალი თმენის ვალდებულება, ისეთი ტიპის განცხადებებისას, როგორიც გაკეთებული აქვს ალეკო ელისაშვილს. შესაბამისად ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ მოსამართლე მსგავსი ტიპის სარჩელი დააკმაყოფილოს, იმიტომ რომ ეს იქნება პირდაპირი შეზღუდვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“-განაცხადა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა ლაშა მჭედლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






