„ერთი მხრივ, ქართულ ოცნებას საქართველოს პრეზიდენტის არანაირი აქტივობა არ მოსწონს იმიტომ, რომ ისინი ზოგადად ამ პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ არიან განწყობილნი ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულების გამო და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ის დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსი, რომლის შესახებაც ფართო მსჯელობას იწყებს საზოგადოებასთან პრეზიდენტი,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
„სამარცხვინოა ჯეჯელავას განცხადება იმიტომ, რომ რომელ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზეა საუბარი, მთელი ხელისუფლება დღეს, ჯეჯელავაც, მისი პრემიერმინისტრიც და მთელი პარლამენტის უმრავლესობა დაკავებულია იმით, რომ პოლიტიკურ ინტერესზე კი არა, პირად ინტერესს, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს გადააყოლეს ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
რუსთავი2-ის ინფორმაციით ოპოზიციაში საკონსტიტუციო საკითხების განხილვასთან დაკავშირებით ალტერნატიული კამპანიის წამოწყებას არ გამორიცხავენ.
მასალის გამოყენების პირობები






