"არავის აქვს უფლება ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს"- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:59, 13 Mar, 2017     1220
საქართველოს პრეზიდენტის თქმით ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე. აღნიშნულ თემაზე გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას ისაუბრა:

„მე არ ვარ გამომძიებელი და ბუნებრივია, მომხდარზე ზუსტ პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როცა იწყება ძალადობა, იქ ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება საქართველოში, რომ ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს. ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული და სასჯელი უნდა იყოს სამაგალითო. ასეთი ვითარება, რომ მიტინგი უცებ გადაიზარდოს ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში, ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, თელევში იმყოფება. კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დღეს სწორედ თელავიდან დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42