“კონსტიტუცია ერთიანი თანხმობის დოკუმენტია და ის ერთად უნდა დავწეროთ“- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:50, 13 Mar, 2017     1239
საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად დღეს კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრები გამართა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას მოდერაციას "თავისუფალი დემოკრატების'' თავმჯდომარე ნინო გოგუაძე უწევდა

პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.

ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა.

შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის, რწმუნებულ- გუბერნატორების ინსტიტუტის, საარჩევნო სისტემის ცვლილების, საარჩევნო ბარიერის დაწევისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ.

"ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს როგორი გვსურს იყოს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორ უნდა ჩავერთოთ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავწეროთ კონსტიტუცია და ამით პატივი ვცეთ ერთმანეთის მოსაზრებებს და განსხვავებულ აზრს.

მნიშვენელოვანია სწორედ ეს პოლიტიკური პროცესი, როცა მოსახლეობა ჩართულია ფუნდამენტური კანონის ფორმირებაში....

ამ დისკუსიის გაშლა გვინდა ჩვენ. იყოს ხალხის ჩართულობა, იყოს ხალხის მოსაზრება, იყოს ამაზე კამათი და არა ისე, რომ დახურულ კარს მიღმა გადაწყდეს და როგორც არაერთხელ ყოფილა, დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე.

თუ ჩვენ ყველანი დავიწყებთ ამ საკითხზე საუბარს, ჩვენ მივალთ ისეთ პროცესამდე, რომელიც უფრო შეგვკრავს და გაგვაერთიანებს როგორც ერს.

პოლიტიკური პარტიების არსებობა ჩემი მიზანია და ჩემი სურვილი, იგივე საკანონმდებლო ნაწილში, იქითკენ არის მიმართული, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტიები იყოს', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42