"რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა"- ჯეჯელავა რ2-ზე
პოლიტიკა - 15:39, 13 Mar, 2017     12307

ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რუსთავი2-თან დაკავშირებით სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, ჯეჯელავას თქმით სტრასბურგის მოსამართლემ გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა. ამასთანავე როგორც ვიცე პრემიერი აცხადებს რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებას იფიქროს:

„რუსთავი2“-ს სურს ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს, არადა ყველას კარგად გვახსოვსმ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სტრასბურგისადმი. სწორედ რ2 არ აშუქებდა გირგვლიანისა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რაც სტრასბურგში მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განიხილებოდა. დღეს კი იგივე ადამიანები სტრასბურგის გულმხურვალე დამცველებად გვევლინებიან.

სტრასბურგის მოსამართლემ გადაწყვეტილება დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს „რუსთავი2“ უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალევბაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება , თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთო. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის განსხვავებული გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა, ანუ გამოვიდოდა რომ სტრასბურგი ,როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე დღეს განსხვავებულს. მოგეხსენებათ სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით 10 წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია, როგორც ჩანს სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო , რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. თუმცა წლების წინ ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს. მთელ ამ პროცესში მთავარი მაინც ის არის, რომ სახელმწიფო დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებას სწავლობს.

მეორე მხრივ უამრავი გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში რათა მათ არ დავემსავსოთ, რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებას იფიქროს. ეს იმით არის განპირობებული ,რომ ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია, პარალელურად ყველამ იცის რომ რუსთავი2 თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა, ვიცით რომ სააკაშვილი ყოველდღიურად პირადად განიხილავს და დეტალურად ერკვევა გადაცემების შინაარსში რ2 თანამშრომლებთან ერთად. ამიტომ ცდილობს „რუსთავი2“ ქვეყნიერების დასასრულის დახატვას."- განაცხადა ჯეჯელავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42