აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ენმ-ს წევრი ნინო კალანდაძე პასუხობს. კალანდაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ბათუმში განვითარებული მოვლენებიდან ოპოზიციის სახით მტრის ხატის შექმნას ცდილობს:
„როგორც სჩანს, არა მხოლოდ ორგანიზებაში გვადანაშაულებს, არამედ ხელისუფლება ახლა უკვე რეალურად ცდილობს მტრის ხატი შექმნას და ამით სცადოს თავი აარიდოს იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც საზოგადოებაში ცალსახად არსებობს და ბათუმის მოვლენებმაც ეს ცხადყო. ხელისუფლების განცხადება ადასტურებს, რომ ამ პროვოკაციის რეალური მიზანიც ეს იყო და ამ პროვოკაციის უკან სწორედ რომ ხელისუფლება დგას. ასეთი მკვეთრი და სწრაფი განცხადებების შემდებ ეს ეჭვებსაც აღარ ბადებს. ხელისუფლება, რომელიც წლებია იძლევა მხოლოდ ყალბ დაპირებებს და ვერ პასუხობს ხალხის ვერცერთ მოთხოვნას, რეალურად მას ეშინია ხალხი, საპროტესტო ტალღის, ხალხის ხმის, ამიტომ ებრძვის ის ერთადერთ რეალურ ოპოზიციას და რეალურ ალტერნატივას, ამიტომ ცდილობს მისგან მტრის ხატის შექმნას, ეს არის, რის გამოც ებრძვის ხელისუფლება რუსთავი 2-ს, რათა ჩაახშოს ხალხის ხმა, ეს არის რატომაც უპირისპირებს მშვიდობიან აქციებს კარგად ორგანიზებულ პროვოკაციას, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს, დააბრალოს ოპოზიციას და ამავდროულად, გადაფაროს მარცხი რუსთავი 2-ის საქმეში, მავნებლობები, რომელსაც იგი ახორციელებს ივანიშვილის დავალებით ყოველდღიურად და გადაფაროს რეალური პრობლემები, რის გამოც ეს ხალხი ქუჩაში გამოდის“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






