"ბათუმის აქცია იყო ორგანიზებული და ამის ყველა ნიშანი სახეზე გვაქვს"- ოთო კახიძე
პოლიტიკა - 12:52, 13 Mar, 2017     3598
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ოთარ კახიძე 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აქცია იყო ორგანიზებული და ამის ყველა ნიშანი სახეზე გვაქვს.

,,იქ იყო მიტანილი ქვები, ტომრები, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ჯაჭვები, აირწინაღები, მოლოტოვის კოქტეილები და იყვნენ ორგანიზებულები. გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ ბატონ ღოღობერიძესთან, რომელიც არის სუს-ის ცნობილი ზონდერი. ის ხელისუფლების დავალებით თავს ესხმოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და პოლიტიკურ ოპოზიციას. ეს ადამიანი არ მალავს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი იყო თავად. გამოძიებამ უნდა მოიკითხოს მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყვნენ ჩართულები ამ აქციის ორგანიზებაში ღოღობერიძესთან ერთად. აგრეთვე უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომელიც არის საინვესტიციო და ტურისტული ცენტრი და რომელიც მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფომ ორგანიზებულ ხულიგნებს დაარბევინა და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღეკვეთა ეს ვანდალიზმი. ხელისუფლების მცდელობა, რომ გადააბრალოს ყველაფერი ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ არის აბსოლუტურად უსუსური. მართალია, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ცდუნებას, რომ გამოეყენებინა ეს პროტესტის აგორებული ტალღა და ვერ გაერკვა ვითარებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელი შეაწმინდოს. ქალაქი დააზიანეს, დაწვეს და საათების განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეჩერებინა ეს ვაგხანალია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეების საკუთრება, ჩვენი ქალაქები არ არის დაცული და ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს არის ხელისუფლების ხელწერა. ხუთი წლის განმავლობაში ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს,’’- განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42