ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:43, 13 Mar, 2017     2570
ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე საკრებულოს თავმჯომარის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა ჩვენს ქალაქში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული და რეალური ინფორმაცია მივაწოდო. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტი, ცალსახად შემიძლია გითხრათ, ნამდვილად რთული და მტკივნეულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქალაქში ყველასთვის კარგად არის ცნობილი კანონისადმი ჩემი დამოკიდებულება. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კანონის წინაშე ყველანი თანაბრად ანგარიშვალდებულნი ვართ და მისი დარღვევა არავის ეპატიება, ვინც არ უნდა იყოს ის. თუმცა თავად ფაქტის შეფასებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ. გამოძიება ყველაფერს გაარკვევს და თითოეული ჩვენგანისთვის ყველაფერი ნათელი გახდება.

რაც შეეხება მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, რომელიც ხელოვნურად ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება კონკრეტული პირების მხრიდან ქალაქის მერიისა და მერის დისკრედიტაციის მიზნით, მერწმუნეთ, რომ არ გამკვირვებია. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთათვის, ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენები განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა. მათი ვიწრო, პოლიტიკური აზროვნება ვერ გასცდა უტოპიურ და რეიტინგზე გათვლილ განცხადებებს. იმის მცდელობა, რომ ‘’ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას" იოლად შეძლებდნენ, ამჯერადაც წყალში ჩაეყარათ. ხაზგასმით ვაბობ, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებით მსგავსი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ და წყლის ამღვრევას ტყუილად ცდილობენ. მე, როგორც ქალაქის მერი, ყოველთვის მთელი სიმკაცრით მოვითხოვდი და მომავალშიც მოვითხოვ, რომ ქალაქის მერიის ნებისმიერი საქმიანობა კანონის სრული დაცვით განხორციელდეს. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგი გახლავთ, რომ კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებით (შპს ‘’პირამიდა’’) აბსოლუტურად ყველა ქმედება კანონის სრული დაცვითაა წარმოებული.

ბოლოს კი ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მალე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დაიწყებს, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიუხედავად უსიამოვნო მოვლენებისა, დარწმუნებული ვარ ჩემს თანამოქალაქეებს ვერავინ შეიყვანს შეცდომაში და აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელიც ქალაქ ოზურგეთში მიმდინარეობს და თითოეული ჩვენგანი კარგად ხედავს, ვერავინ შეაჩერებს"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42