ზაზა ოქუაშვილი: „არ უნდა მიეცეს საშუალება პოლიტიკურ თუ სხვა ძალას, რომ რომ გულწრფელი ადამიანების ემოციები გამოიყენოს!“
პოლიტიკა - 18:46, 12 Mar, 2017     2534

„არ უნდა მიეცეს საშუალება არც ერთ ძალას - პოლიტიკური იქნება თუ სხვა, რომ გულწრფელი ადამიანების ემოციები გამოიყენოს,“ - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ზაზა ოქუაშვილი.

ოქუაშვილის თქმით, ის, რაც საზოგადოებამ 11 მარტს, გვიან ღამით იხილა, უმძიმესი იყო და აუცილებელია, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ და დეტალურად გამოიკვლიონ, რა გახდა მომხდარის მიზეზი და ამასთან, პროცესი მართული იყო თუ არა.

„ვიმედოვნებ, რომ ყველაფერ იმას, რაც ბათუმში მოხდა, შესაბამისი სტრუქტურები უმოკლეს ვადაში შეისწავლიან და დამნაშავეებსაც ოპერატიულად გამოავლენენ. საერთოდ, შეცდომა ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ის პირები დადგინდნენ, ვინც ეცადნენ, რომ ხალხი გულწრფელი პროტესტი, სამართლიანი იყო თუ არასამართლიანი, გამოეყენებინათ. დავინახე, რომ გულწრფელი ადამიანები გარკვეული მიზნებისა და დესტაბილიზაციისთვის იყვნენ გამოყენებულნი,“ - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ზაზა ოქუაშვილი 11 მარტის მოვლენების დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ბათუმი ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42