,,როცა კრიზისია ქვეყანაში მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ - ბაჩუკი ქარდავა ბათუმის მოვლენებზე
პოლიტიკა - 18:12, 12 Mar, 2017     2082
ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალური განცხადება გაავრცელა დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრებმა. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერის გადადგომაზე საუბრობენ.

მოძრაობის წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ ბათუმშო მომხადარი ფაქტები არის ვანდალიზმის გამოხატულება და მას უნდა გაემიჯნოს საზოგადოება, ქარდავა იქვე აცხადებს, რომ გარდა საზოგადოებისა, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისერება ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია ასეთ კრიზისულ ვითარებაში დროული და ადექვატური მოქმედებები განახორციელოს.

ედპ-ს ლიდერი საზოგადოებაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზეც საუბრობს, რაც ერთ-ერთი საფუძველია მოსახლეობაში გაჩენილი საპროტესტო მუხტისა. ქარდავა ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება ცალკეული პოლიციელის ქმედების გამო მოხდეს ძალოვანი სტრუქტურების მიმართ აგრესიული ქმედებები და უპატივცემულობა.

,,ცალსახად მინდა დავაფიქსირო, ის რაც ბათუმის ქუჩებში ხდებოდა, უკვე გამთენიისას, პროტესტის გამოხატვის შემდეგ - ვანდალიზმის ფაქტები, ამას მე პირადად არა მხოლოდ ვემიჯნები, არამდ ვგმობ კიდევაც და მიმაჩნია, რომ ღიად ყველა უნდა გაემიჯნოს, ვფიქრობ ასეთი რამ საქართველოში არ უნდა განმეორდეს. თუმცა, იმ პირტიტველა ბიჭებზეც არ უნდა გადატყდეს ჯოხი. ამის საფუძვლები სხვაგანაც უნდა ვეძებოთ, თუნდაც პროვოკატორებში.

რაც შეეხება პროტესტს - გაღიზიანებული, თუნდაც აგრესიული საზოგადოება ბათუმში, ადამიანებში ამის საფუძველი იყო, ეს არის მძიმე სოცოალურ-ეკონომიკური პირობები და უსამართლობის განცდა. მაგრამ, სახელისუფლო ინსტიტუტები დ განსაკუთებით პოლიცია, ჩვენი მხრიდან დარტყმას კი არა, მხარდაჭერას უნდა იღებდეს, და ცალკეული პოლიციელების თავხედობას არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი მონაპოვარი - საპატრულო პოლიცია და ნებისმიერი სხვა ძალისმიერი სტრუქტურა. ისინი იცავენ კანონს და საზოგადოებრივ წესრიგს.

მაგრამ გარდა საზოგადოებისა, არსებობს მთავარი და ესაა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მისი ადექვატური დამოკიდებულება ნებისმიერი ფაქტის მიმართ, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.

დაწყებული რუსთავი 2-ის საქმით და გაგრძელებული იმით, რაც გუშინ ბათუმში ხდებოდა, ყოველი დღეს წვეთ-წვეთად ემატება მთავრობის მეთაურის ქმედებების უსუსურობა და უუნარობა. არ შეიძლება გვყავდეს მთავრობის მეთაური, რომელიც იმართება გარედან, არც ის ილუზია გვაქვს, რომ ახალი პრემიერი რომ დაინიშნოს ის არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ, მაგრამ უნდა შევეგუოთ, ერთ რამეს - როცა კრიზისია ქვეყანაში მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42