,,ბათუმში მიმდინარე პროცესებზე ბუნებრივია პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პროცესები დაიწყო საპატრულო პოლიციის მიმართ გამოთქმული სამართლიანი პრეტენზიებით, ყველაზე ნაკლებად მათი პასუხისმგებლობა დგას, რადგან ძალოვნები დამოუკიდებლად არ ღებულობენ ასეთი სახის გადაწყვეტილებას. სწორედ, უმაღლესი ხელისუფლების არაადეკვატური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, მართლმსაჯულების ტენდენციურობა, მმართველი ძალის უმწიფარი და გამოუცდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური საჯარო მოქმედებები ქმნის ქვეყანაში საპროტესტო განწყობას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს საშიშ სამოქალაქო დაპირისპირებაში, რისი პირველი ნიშნებიც ბათუმში გამოჩნდა. ამ მოვლენამ დაგვანახა, რომ თუ ხელისუფლებამ სერიზული ანალიზი არ გააკეთა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, მივიღებთ ღრმა პოლიტიკურ კირზისს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დადგება დღის წესრიგში“ - აცხადებს გოჩა ჯოჯუა
მასალის გამოყენების პირობები






