საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს. ირაკლი კობახიძესთან ერთად, გამგეობის წევრები არიან: გერმანელი პოლიტიკოსი,ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, შვედეთის პრემიერ მინისტრი სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოშტა, ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი და მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
პროგრესული ალიანსი მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული და სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ყრილობაში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი იღებენ.
პარტია „ქართული ოცნება“ პროგრესულ ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






