,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ შსს-ს ბათუმში მომხდარი ვანდალური ფაქტების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 17:22, 12 Mar, 2017     2381
ბათუმში მომხდარ მოვლენებს ეხმაურებიან ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ქმედებები შედეგია სამართალდამცავების მიმართ არაერთგზის განხორციელებული ღირსების შემლახავი ქმედებებისა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ვანდალური ფაქტი პირდაპირ ურტყამს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუწოდებენ შს სამინისტროს, მოხდეს დროული გამოძება და დამნაშავე პირები სათანადოდ იყვნენ დასჯილნი.

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" გმობს, გასულ ღამეს ბათუმში განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს. აღნიშნული შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს. საქართველოს საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში უყურა, პოლიციელთა ავტომანქანების მტვრევას, მსხვრევას, დაწვას, პოლიციელთა მასიურ შეურაცხყოფას, ბათუმისა და ბათუმელების ქონების განადგურებას. ამასთან, ვიხილეთ 6-7 საათის განმავლობაში უმოქმედო პოლიცია, რომელიც მხოლოდ შსს-ს აჭარის სამხარეო მთავარ სმმართველოში იყო ,,გამაგრებული" და ნებაზე მიშვებული უმართავი ადამიანები. ბუნებრივია, საზოგადოებას უჩნდება კითხვა, თუ რამ გამოიწვია ეს მოვლენები, იყო თუ არა ის ორგანიზებული, ან რატომ ვერ მოახდინა შსს-მ ამ ვანდალიზმის პრევენცია ან დროული აღკვეთა . "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" წლების განმავლობაში ინტენსიურად აძლევდა რეკომენდაციას სახელმწიფოს თუ როგორ უნდა დაეცვათ პოლიციელთა ღირსება. ბათუმში პოლიციელთა მიმართ განხორციელებული თავდასხვა არ იყო პირველი ფაქტი. წლების განმავლობაში პოლიციელთა მიმართ ხორციელდებოდა ძალადობა. რაც გამოიხატებოდა პოლიციის ეზოში 2 პოლიციელის მკვლელობაში, პოლიციელის მკვლელობისთვის ძებნილი პირის მიერ კიდევ პოლიციელის მკვლელობასა და პოლიციელების ავტომანქანების დაცხრილვაში, პოლიციელებისათვის ცეცხლის გახსნაში, პოლიციის ეზოში პოლიციელისთვის დანით თვალის ამოთხრაში, პოლიციელთა მკვლელობის მცდელობებში, პოლიციელებზე გახშირებულ თავდასხმებში, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების ან მათი შვილების მიერ, პოლიციელთა ცემასა და ღირსების შელახვაში. სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მიერ, პოლიციელისთვის პირდაპირ ეთერში სამხრეების ახევაში. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებზე მიტანილი თავდასხმები 100 ლარად შეფასდა. სწორედ აღნიშნული ფაქტებზე არასათანადო რეაგირება გახდა ყოველივე ზემოაღნიშნულის ერთ-ერთი გამომწვევი. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიმშივიდსკენ, რადგან აღნიშნული ვანდალური ფაქტები პირდაპირ ურტყამს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოიძიონ და დასჯილ იქნეს ყველა დამნაშავე” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42