"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბათუმში განვითარებული მოვლებენის შესახებ ბრიფინგი პარტიის ერთერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გამართა, რომელმაც მომხდარში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
"გუშინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ასეთი პროცესები ცარიელ ადგილზე არ წარმოიშვება. ქვეყანაში არის უსამართლობის უზარმაზარი განცდა, არის ტოტალური უიმედობა, უპერსპექტივობის განცდა, რისი შედეგიც არის ის, რომ ასეთი უბრალო, საყოფაცხოვრებო ნციდენტი გადაიზარდა სახალხო პროტესტში. ადამიანთა პროტესტს რაც შემდეგ მოჰყვა, არის ძალიან უცნაური და ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. უცებ საიდანრაც გაჩნდნენ ნიღბიანები, გაჩნდნენ ხულიგნები, რომელთაც დაიწყეს დარბევა, ვანდალიზმი, ბათუმის გადაწვა, შვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა ორგანიზებულ და როგორც იკვეთება წინასწარ კარგად დაგეგმილ ანტისახელმწიფოებრივ, ძალადობრივ აქციაში. ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია, გამიმდინარე იმ ლოზუნგებიდან და გამონატქვამებიდან, რომელიც აქციაზე ისმოდა, რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ალბათობით იკვეთება სუს-ის და ასლანის ნარჩენების ხელი. რომელიც ყოველთვის იყო ივანიშვილის ყველაზე მთავარი მოკავშირე აჭარაში," - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად მოითხოვს, რომ ღიად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული, გუშინდელი მოვლენები და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მათი ორგანიზატორები.
ბიბილაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებასა და ივანიშვილის რეჟიმს. საეჭვოა ისიც, რომ 10 საათის განმავლობაში ხელისუფლება სრულიად უმოქმედო იყო და მიუშვა მოვლენები, რომელიც ვანდალიზმში გადაიზარდა, რატა ყოველივე ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადებრალებინა.
„არავის გამოუვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გააიგივოს უკანონობასთან, ვანდალიზმთან და იმ უმსგავსობასთან, რომელიც გუშინ ხდებოდა. ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენ არანაირად არ მივიღებთ შენიშვნას, იმ მოღალატე ძალიან, რომელიც არის ქართული ოცნება, თითქოს ჩვენ რიტორიკის დონეზე მაინც, ოდესმე დავაზიანებთ იმას რაც ჩვენივე შექმნილია,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






