შეხვედრის შემდეგ კომენტარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გააკეთა.
"ყველა მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს. ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც ის რაც ვნახეთ. მე განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ბათუმთან, აჭარასთან. ბათუმი არის როგორც საკუთარი ოჯახი, საკუთარი სახლი და არავის მივცემთ იმის საშუალებას და უფლებას, რომ საკუთარი ბინძური ხელები აფათუროს ამ ქალაქში. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
რაც შეეხება ორგანიზატორებს, მე ვფიქრობ კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც მთლრი საღამოს, მტელი ღამის განმავლობაში ვანდალიზმს სოლიდარობას უცხადებდა. აკეტებდა განცხადებას რომ სხვა ქალაქებში რეგიონებში გამოსულიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის.
რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებებს, მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს ამ წუთებში და დამნაშავეები დაისჯებიან," - განაცხადა კახი კალაძემ.
მან ასევე მადლობა გამოუცხადა სამართალდამცავ ორგანოებს რომლებმაც დროულად აღკვეთეს გუშინდელი ვანდალიზმი.
განვითარებულ მოვლენებში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც, რომელიც არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს გამოძიების ოფიციალური ვერსია.
"შეფასება არის ცალსახა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა არსებული ვითარება გამოიყენეს საკუთარი მიზნებისთვის და დესტაილიზაციის მცდელობაზეც კი წავიდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმისათვის რომ პოლიტუკური ქულები მიეღოთ. კადრებში პირდაპირ ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
მასალის გამოყენების პირობები






