„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში დაგეგმილი აქციები გააუქმა
პოლიტიკა - 14:40, 12 Mar, 2017     5372
ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 12 მარტს დაგეგმილი აქციები აღარ გაიმართება, ამის შესახებ გამცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ მკაცრად ემიჯნება იმ ვანდალიზმს, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. აქვე საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს მოვლენები გადააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“. იმისთვის, რომ საზოგადოება არ იყოს დაძაბულ მდგომარეობაში, ჩვენ დღეს, 18:00 საათისთვის დაანონსებული აქცია გავაუქმეთ.

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ნაცვლად პოლიტიკური განცხადებებისა და ოპონენტებზე გადაბრალებისა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გუშინ განვითარებული ვანდალური მოვლენები და მიუხედავად იმისა, ვინ იქნება დამნაშავე, მკაცრად აგებინონ მათ პასუხი“, - განაცხადა ქამადაძემ.

„შევთავაზეთ დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა მომიტინგეები და ბუნებრივია, იქნებოდა შესაძლებლობა იმისა, რომ მშვიდობიანი აქცია მშვიდობიანადვე დაშლილიყო. ნაცვლად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმ დათქმულ დროში სპეცნაზი გამოუშვა და დაიწყო უკვე მეორე აქცია, რომელსაც, ბუნებრივია, მშვიდობიანთან კავშირი არ ჰქონდა. ამ აქციის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ხშირად გვინახავს ჩვენი პარტიის ოფისთან მოსულები. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხან ჩვენი პარტიის ოფისს, ხან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კვერცხსა და ქვებს ესროდნენ. ამიტომ სრული უპასუხისმგებლობაა ამ მესიჯების ნაციონალური მოძრაობის მიმართულებით გადმოყვანა,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42