,,გამოვთქვმთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია რომ შექმნილი ვითარება მწვავე პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ყველა ნიშანს შეიცავს, რომელშიც ხელისუფლების სრული უსუსურობა და არაორგნიზებულობა გამოავლინა.
ჩვენ ვგმობთ საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან გამოვლენილ ვანდალიზმს და ძალადობას, რომელიც არ შედის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში და მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებს ემსახურება.
უკიდურესად უტიფარი და არადექვატური იყო პრემიერ-მინისტრის დაგვიანებული განცხადება, რომელმაც შექმნილი სიტუაცია ე.წ. ”დესტრუქციული ოპოზიციას” გადააბრალა. აღნიშნულ განცხადებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც ხელისუფლების მცდელობას თავისი მმართველობის მძიმე შედეგები გამოიყენოს ქვეყანაში ალტერნატიული აზრისა და ოპოზიციის წინააღმდეგ.
კატეგორიულად მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისაგან თავი შეიკავოს იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაციებისაგან და თავი დაანებოს ოპოზიციის შევიწროვებას.
საზოგადოებრივი მოძრაობა ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში პრემიერი კვირიკაშვილი ვალდებულია აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა როგორც ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, ასევე ბათუმში განვითარებულ კრიზისსა და მასზე მთავრობის უნიათო რეაგირებაზე და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან” - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






