გუშინდელი ვანდალიზმის ერთ-ერთი მონაწილე სუს-ის დავალებების შემსრულებელია - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 14:25, 12 Mar, 2017     6586

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რომელიც ბათუმში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" აზრით, გუშინდელი ძალადობა არის სრულიად გაუმართლებელი და ეს ვანდალური პროტესტი არის ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი.

უგულავას განცხადებით, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა იყენებდეს ამ არეულობას პოლიტიკური შესაძლებლობების საძიებლად და გაუმართლებელია ამ ვანდალური პროტესტისთვის ნებისმიერი სოლიდარობის გამოცხადება.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო გმობს 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ძალადობრივ აქტებს. ეს ვანდალური პროტესტი, რომელიც პოლიციის მანქანების დაწვასა და კერძო საკუთრების და საჯარო ქონების განადგურებაში გადაიზარდა, ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ჩრდილს აყენებს მშვიდობიანი პროტესტის ტრადიციას, როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმურ ინსტრუმენტს.

გუშინდელი ძალადობა, ასევე მასზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური პასუხი, ზოგიერთ შემთხვევაში ძალის გადამეტება, ძირითადად კი სრული უმოქმედობა, არის ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი. მძიმე სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ივანიშვილის და არა ხალხის სამსახური, სუს-ის უპასუხისმგებლო და უკონტროლო ქმედებები, პატრულის შესუსტება, კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მართული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება და პოლიტიკური ძალადობის წახალისება არის იმ მთავარ მიზეზებს შორის, რომლებმაც გუშინდელი ქაოსი გამოიწვია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს მიაჩნია რომ ამ გაურკვეველ და მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. სწორედ ამიტომ ევროპულ საქართველოს არც ერთ ეტაპზე სოლიდარობა არ გამოუცხადებია ძალადობრივი პროტესტისთვის.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობრივი სცენარები არ არის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესში და მხოლოდ აძლიერებს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ჩრდილს აყენებს მისი შეცვლის ერთადერთ უალტერნატივო გზას - დემოკრატიულ არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი აქტივობით ქართული ოცნების დამარცხებას," - ნათქვამია განცხადებაში.

"უკნასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მთელი საზოგადოება ვაკვირდებით ხელისუფლების მიერ წახალისებული ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, შევიწროვებას, კვერცხების და ქვების სროლას. მეტიც, გუშინდელი ვანდალიზმის ერთ-ერთი მონაწილე და ეს ბათუმელებმა განსაკუთრებით კარგად იციან, არის ადგილობრივი სუს-ის დავალებების შემსრულებელი. საზოგადოებას კარგად ახსოვს როგორ ესროდა ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სახლს კვერცხებს და ქვებს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი სუს-ის დავალებით მოქმედებდა და ყველაზე ბინძურ დავალებებს ასრულებდა. სწორედ ასეთ ძალადობრივ ჯგუფებს ეკისრებათ პასუხისმგელობა და სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც ამაში მდგომარეობს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ. დღეს, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ან ძალოვნების შიდა დაპირისპირებასთან ან უბრალოდ კონტროლიდან გასულ ჯგუფებთან, რომლებიც საზოგადოებას და პირველ რიგში სახელმწიფოს აზარალებს. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ. პოლიტიკური პროცესი თუ არ გასუფთავდა ძალადობისგან საზოგადოება და სახელმწიფო სავალალო შედეგებამდე მივა. გუშინდელი მოვლენა არის მხოლოდ აისბერგის წვერი გამომდინარე იმ მძიმე სოციალური ფონიდან, რომელიც შექმნილია ქვეყანაში’’,- აცხადებს გიგი უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42