საქართველოში ნატო-ს შტაბ-ბინიდან მაღალი დონის სტუმრებს ელოდებიან. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
თბილისში 3 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სემინარი -"საზოგადოების ინფორმირება ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ" ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების (მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია) მონაწილეობით.
დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები თბილისში და რეგიონებში.
ნატოს კვირეული ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის მხარდამჭერები ასევე არიან რუმინეთის საელჩო საქართველოში (ნატო-ს საკონტაქტო საელჩო) და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი.
კვირეული 10 ივნისს "ნატოს ახალგაზრდული სამიტით" დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები






