ბათუმში გუშინ მომხდარი მოვლენების დროს დაკავებული 10 ადამიანი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მათ წინააღმდე პროცესი გაიმართება.
სასამართლო პროცესებს მონიტორინგს სახალხო დამცველის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელი გაუწევს.
დაკავებულების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ეხება მასობრივი არეულობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა და 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და 353-ე მუხლით, ამავე დანნაშაულის ჩადენა ჯგუფურად, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმში წინასწარი დაკავების ადგილებთან დღეს დილიდან ახლობლები და ოჯახის წევრები დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გაგებას ცდილობნენ. შს მისნტრის განცხადებით, პოლიციამ 40-მდე დემონსტრანტი აიყვანა, თუმცა სხვადასხვა წყაროებით დაკავებულთა რაოდენობა 150 ადმიანზე მეტია.
საპატრულო ეკიპაჟები გუშინ ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ადამიანების ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გადმოყვანას განაგრძობენ.
მასალის გამოყენების პირობები






