საქართველოს ევროპელი დემოკრატების თვამჯდომარე და მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის" ერთერთმა ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, რომ ბათუმში მიმდინარე მოვლენები ორგანიზებული ქაოსი იყო და მას გააჩნია კითხვები თუ ვინ დგას ამ მოვლენების უკან.
"ეს არ იყო ქაოსი, ეს იყო მართული ქაოსი, როდესაც რაზმებად იყო დაყოფილი გარკვეული ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ შეტევას, და გარკვეულ გადაწყვეტილებებს უკან დახევასთან დაკავშირებით. მე მაქვს კითხვები, ვინ იდგა ამის უკან, ვინ აკეთებდა ამის ორგანიზებას. ეს იყო მართული პროვოკაცია შიგნიდან, თუ მართული პროვოკაცია გარედან. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ოპოზიცია გამოდიოდა ქუჩაში, როდესაც საზოგადოება გამოდიოდა ქუჩაში, ერთი მინაც არ ჩამსხვრეულა, ერთი მანქანაც არ დაზიანებულა, ჩვენ ვნახეთ რადიკალურად სხვა სურათი. ძალიან ჰგავს ეს თავდასხმა სპეცსამსახურების ნამუშევარს და პირველი ვისზედაც ეჭვი შეიძლება მივიტანოთ ესა რის ოკუპანტი ძალა.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლების უნიათობა იკვეთება კიდევ ართ რაღაცაში, მათ უნდა ჰქონოდათ გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები, სცოდნოდათ საზოგადოების განწყობები, თუ ასეთი განწყობები საზოიგადოებაში იყო, უნდა ემუშავათ ამ მიმაღთილებით, სწორედ ამისთვის სჭირდებათ მათ უშიშროების სამსახურები და არა იმისთვის რომ სდიონ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, სდიონ პოლიტიკოსებს," - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






