,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და პასუხისმგებლობას პირველ რიგში ხელისუფლებას აკისრებს. მისი განმარტებით რთულია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული პროტესტი, ეს იყო პროვოცირებული, თუ მართლაც სპონტანურად განვითრებული მოვლენები.
აჭარის საზოგადოებაში ამგვარი საპროტესტო მუხტის გაჩენას პარტიის ლიდერი უკავშრებს ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას და მოქმედებებს - ,,ძნელია იმის დანამდვილებით თქმა, ეს პროტესტი პროვოცირებული და მართული იყო, თუ მართლა სპონტანურად განვითარდა პოლიციის არასათანადო მოქმედებების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ აჭარაში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, იმდენად დიდია უკმაყოფილების განცდა და საპროტესტო მუხტი ხელისუფლების მიმართ, რომ შესაძლებელი გახდა დროის ასეთ მცირე პერიოდში ესოდენ მასშტაბური და აგრესიული საპროტესტო მოქმედებების განხორციელება. ასეთი ძლიერი პროტესტის გაჩენა აჭარის საზოგადოებაში, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის და მოქმედებების შედეგია (ეკონომიკური პრობლემები, უსამართლობა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხეების ცინიკურად წინ და უკან ტარება და სხვა...) და წუხანდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა უპირველესად ხელისუფლებას ეკისრება.
შალვა შავგულიძე ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებასა და დროული, ეფექტური ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიტუაციის შემდეგი ესკალაცია - ,,მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღოს დროული და ეფექტური ზომები სიტუაციის შემდეგი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. ამისათვის საჭიროა: პროტესტის მიზეზების და საპროტესტო მოთხოვნების იდენთიფიცირება და მათზე ადექვატური რეაგირება; სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება, ზომიერი და სამართლიანი სამართლებრივი რეაგირება პროტესტის გამოხატვის პროცესში კანონის ნამრღვევთა მიმართ და მკაცრი პოლიტიკური,თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ხელისყფლების იმ წარმომადგენლებისათვის, რომელთა არასათანადო მოქმედებები გახდა მიზეზი, ან ხელშემწყობი ფაქტორი ბათუმში წუხანდელი პროტესტის წარმოშობის და მისი ესკალაციისა.“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






