პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებში ბრალს ნაციონალურ მოძრაობას სდებს.
დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც ბათუმში, ასევე საქართველოში სიტუაციის ესკალაციაში ნაციონალური მოძრაობაა დაინტერესებული.
„ეგზალტირებულმა და მოძალადე ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც იყო მართული ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის მიერ, მოაწყო ვანდალური აქტი, რა დროსაც დაზიანდა მუნიციპალური საკუთრება, განადგურდა როგორც კერძო პირთა ქონება, ასევე საპატრულო პოლიციის მანქანები. ხელისუფლება მოიქცა სახელმწიფოებრივად და ჩაერია ზუსტად იმ დოზით და ისეთ პროპორციით, რომ არ გაგრძელებულიყო ეს ვანდალური ქმედებები. ის ფაქტი, რომ ამ პროცესები უკან იდგა გარკვეული ძალები და კერძოდ ნაციონალური მოძრაობა, კიდევ ერთხელ ვლინდება იმით, რომ პარალელურად, სხვადასხვა ქალაქებში სწორედ ვანდალური აქტის მხარდამჭერი აქციები გაიმართა, უფრო სწორად, იყო სურვილი ასეთი აქციების გამართვის და ამ ადამიანების, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების და ლიდერების სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტებითაც კი ჩანს, თუ რა სურვილები ამოძრავებდათ ამ ადამიანების. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ძალადობა,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






