სერგი კაპანაძე - ჩვენ ვნახეთ ძალიან დაგვიანებული რეაქცია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან
პოლიტიკა - 12:27, 12 Mar, 2017     2304

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბათუმში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

,,ჩვენ, გუშინ ვნახეთ ძალიან მძიმე ფაქტები ბათუმში, როდესაც პრაქტიკულად იყო ქაოტური ბუნტი მცირე ჯგუფის მხრიდან, რასაც მოჰყვა ძალადობა ერთის მხრივ პოლიციის მიმართ და მეორეს მხრივ პოლიციის მხრიდანაც ძალის გამოყენება. პირველ რიგში, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ატარებს, რომლის შედეგადაც მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის შემცირება და პატრულის მიმართ სამწუხაროდ, ნდობის შემცირება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ესეც.

ხელისუფლება სხვადასხვა ჯგუფებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად იყენებს და ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილეთა ჯგუფი ამ ბუნტში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფანჯრებთან ატარებდნენ აქციებს და ჰქონდათ მათზე ზეწოლის მცდელობა. ეს არის შედეგი იმ ურთიერთობის, იმ პოლიტიკის, რომელიც ჩამოყალიბდა. პრაქტიკუკლად პასუხისმგებლობის დიფუზიაა და არ არის გარკვეული ვინ რაზე აგებს პასუხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში სიტუაცია დამშვიდდეს და დაწყნარდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.

ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან დაგვიანებული რეაქცია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. საათების განმავლობაში უკონტროლო პროცესები მიდიოდა ისე, რომ სათანადო რეაგირება არ ყოფილა. იმედი გვაქვს, მოხდება ისეთი ტიპის რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი არეულობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვანდალიზმი, რომელიც გუშინ განხორციელდა, როგორც პოლიციის მანქანების, ისე ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართ იყოს გამოძიებული და ჩამდენი პირები იყვნენ დასჯილი. ერთია სამართლიანი პროტესტი, რომელსაც გამოხატავდა იქ მყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი კონკრეტული ფაქტების გამო და მეორე ვანდალობა, რომელიც არ შეიძლება, რომ არ იყოს გამოვლენილი და დასჯილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზება და პოლიტიზირება. არავის ინტერესში არ უნდა იყოს ბათუმში ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. გუშინ რაც მოხდა იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში და იმედი გვაქვს, რომ მსაგვსი რამ აღარასოდეს განმეორდება’’,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42