აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესებს
პოლიტიკა - 11:37, 12 Mar, 2017     1634

ბათუმში დასრულდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, შსს-ს მოქმედებებით, საბოლოო ჯამში მაქსიმალურად იქნა აცილებული ის ზიანი, რომელიც შეიძლება მოეტანა ამ არეულობას. აბაშიშვილს მიაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შსს-ს ჰქონდა მაქსიმალურად პროპორციული ძალა გამოყენებული იმ ეპიზოდში, როდესაც ხდებოდა ზღვარგადასული ქედებები აქციის მონაწილების მხრიდან

"შევხვდით შინაგან საქმეთა მინისტრს, აჭარის მთავრობის მეთაურს. ამ ეტაპისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურ კონტროლს ექვემდებარება, არ შეიმჩნევა არანაირი რისკი ისეთი ტიპის ქმედებების განმეორებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე საათის წინ. მინდა გავიმეორო, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, დაუშვებელია ყოველგვარი ზღვარგადასული ქმედებები, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და ცხადია მნიშნველოვანია გამოძიებამ დაადგინოს რეალური ბრალეულობა ყველა მიმართულებით, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი მთელი იმ დინამიკის, რომელიც თან ახლდა გუშინდელ პროცესებს, დაწყებული მცირე ინციდენტიდან, გაგრძელებული იმ ქმედებებამდე, რომელიც სამწუხაროდ გაცდა კანონის ფარგლებს. მხოლოდ ამ ჯაჭვური ანალიზის შედეგად იქნება შესაძლებელი პროცესის იდენტიფიცირება და იმის პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, რადგან დაუშვებელია სახელმწიფოში ხდებოდეს მსგავსი პროცესები." - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42