,,ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ იმოქმედოს ვითარების განსამუხტავად“ - ენმ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 05:36, 12 Mar, 2017     4168
ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ნაციონალური მოძრაობა სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამთ ბათუმში განვითარებული ძალადობრივი პროცესების გამო, რომელსაც თავიდან წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი, მშვიდობიანი პროტესტი პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მიმართ.

ვგმობთ ძალადობას, რომლის ასე სამწუხარო გამოვლინებაც იყო უპრეცედენტო დანაშაული – საპატრული პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება! პროტესტის გამოხატვა უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. მოვუწოდებთ ბათუმის ქუჩებში გამოსულებს და ბათუმელებს სიმშვიდისკენ და მართლწესრიგის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მათ არ აყვნენ პროვოკაციებს, ხელი შეუწყონ ვითარების განმუხტვას და სტაბილურობას.

საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე. მისი სრული უმოქმედობა – დროულად განემუხტა ვითარება, რასაც პროცესების ძალადობაში გადასვლა მოჰყვა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, არიან დაშავებულები, მათ შორის პოლიციის მხრიდან.

ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც საქართველოში ასე დასუსტდა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლის პირობებშიც დასაცავია პოლიცია სრული დემორალიზაციისგან.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ იმოქმედოს ბათუმში შექმნილი უაღრესად საშიში ვითარების მშვიდობიანად განსამუხტავად. სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ძალადობის ესკალაციის მიზეზები და გარემოებები. ამასთან, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებაში, რომელსაც არ შეუძლია კრიზისებთან გამკლავება, რომელიც არის ოლიგარქ ივანიშვილის – და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების სამსახურში. შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებში მატულობს უკმაყოფილება და ბრაზი უპასუხისმგებლო ხელისუფლების, ნეპოტიზმის, კორუფციის, განუკითხაობის, უპერსპექტივობის მიმართ.

ხელისუფლება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სიმშვიდეს და სტაბილურობას, გვართმევს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42