ერთ-ერთ პაციენტს გარკვეული მოტეხილობა აღენიშნებოდა.
დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა მდგომარეობა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 პაციენტი იქნა შეყვანილი, მათ შორის 5 პოლიციელი. 3 გაზის მოწამვლის სიმპტომით იყო. 2 მათგანი გაეწერა, ერთი ჰოსპიტალური დაკვირვების ქვეშაა. იყო 6 სხვადახვა სახის ზედაპირული ტრავმები და ჭრილობები, 4 მათგანი უკვე გაწერილია, ორი გადის კვლევას და მათ შორის საყურადღებოა დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც სახის ძვლის ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა და გადის კომპიუტერულ კვლევას. როგორც ის ამბობს, დიდი ზომის ქვა მოხვდა სახის არეში. რაც შეეხება რეფერალურ კლინიკას, 10 პაციენტი იქნა შემოსული, აქედან 5 უკვე გაეწერა, მათ შორის 10-დან 6 პოლიციელი იყო. 3-ს ცრემლსადენი გაზით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება, ერთია სავარაუდოდ ტვინის შერყევით, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალურ დაკვირვებას“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






