შს მინისტრის მოადგილე: აჭარის პოლიციის გათავისუფლების საკითხი არ იხილება
პოლიტიკა - 00:39, 12 Mar, 2017     24962
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რომელიც ამ დროისათვის ბათუმში იმყოფება, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვების გამო, უამრავი პოლიციელია დაშავებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივს სატელეფონო ჩართვისას განუცხადა, პოლიციელები გამაგრებულები იყვნენ ადმინისტრაციული შენობის კართან, რა დროსაც, დიდი რაოდენობის ხალხი მათ თავს დაესხა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და სამხარეო პოლიციის ხელმღვანელი.

„​ნახევარი საათი ისროდნენ ქვებს პოლიციელების მისამართით და შემდეგ მოხდა ძალის გამოყენება“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას, რომ გათავისუფლდეს პოლიციის უფროსი, ამირანაშვილი აცხადებს, რომ ​ის ახალი დანიშნულია.

„თუ რომელიმე კონკრეტულ გადაცდომას ქონდა ადგილი, შეისწავლის გენინსპექცია, გათავისუფლების საკითხი არ დგას“, - განაცხადა მან.

აქციის მონაწილეები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ვითარებ მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ორი მძღოლიავტომნქანის უკანონო გაჩერებისთვის ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი დააკავა.

განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია არ გასცდება კანონის ფარგლებს. უჩა ნანუაშვილი აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42