"ივანიშვილი, ოპოზიციონერობის დროს რომ სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებდა კონკრეტულ საქმეებს, იქაც ეწერა ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. რა გამოდის, ივანიშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა?- ძალიან მაინტერესებს ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი. ეს არის უბრალოდ სამართლებრივი ფორმულირება და მეტი არაფერი. თუ ვინმე იბრძვის დღეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის ის, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის"- აღნიშნა მაჭუტაძემ.
მისივე თქმით, დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლები კრემლის პოლიტიკას ატარებენ.
"სახელმწიფოებრივი უმაღლესი ინტერესი არის თავისუფალი და დემოკრატიული პროცესი, რომ ჩვენ მკაფიოდ, მტკიცედ უფრო შეუქცევადად მოვახდინოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ანუ თავდასხმა რუსული მენტალური პოლიტიკური საოკუპაციო, სამხედრო სისტემისგან. ჩვენ ერთადერთი რამით შევძლებთ დავეხსნათ რუსეთს, ეს არის დემოკრატია, ამიტომ ვინც დემოკრატიას ებრძვის, ის ქართულ სახელმწიფოს ებრძვის"- განაცხადა ოპოზიციის წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






