ნიკა რურუა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სტრასბურგის გადაწყვეტილებისა, მისი ვარაუდით ხელისუფლება არ გაჩერდება და შეეცდება რუსთავი 2 -ის გაჩუმებას.
„ეს ხელისუფლება აპირებს შეტევის გაგრძელებას სიტყვის თავისუფლებაზე, რუსთავი2-ზე. როგორც ჩანს, მათ აქვთ გეგმა, ივანიშვილის დავალებით, მოგუდოს რუსთავი 2 ფინანსური თუ სხვა ბერკეტების გამოყენებით“ - განაცხადა ნიკა რურუამ.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, კი რუსთავი 2- ის დასაცავად, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები გაერთიანდნენ.
"ხელისუფლება ძალიან არაადექვატურია, დღეს სიტყვის თავისუფლების დასაცავად რუსთავი 2 თან ერთად პოლიტიკური სპექტრი, უკლებლივ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებას ერთიანი ხედვა აქვს. ამას ემატება სტრასბურგის, მიუკერძოებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, უნდა გააცნობიეროს რას ვერ აკეთებს ის, რა ნაბიჯებს დგამს ისეთს, რომ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას"- განმარტა წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






