მისი თქმით, ხელისუფლება ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას ებრძვის.
ოპოზიციის წარმომადგენელი რუსთავი 2 -ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების განცხადებებს შემაშფოთებელს უწოდებს.
"ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას ემსახურება. სტრასბურგი ეს არის სასამართლო, სადაც საქმეები შედის ამ ფორმით. თავის დროზე ასე შევიდა გირგვლიანის საქმე საქართველოს წინააღმდეგ, მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ევროსასამართლო იხილავს საქმეებს, სადაც ხელისუფლება არღვევს ადამიანის უფლებებს, არღვევს სიცოცხლის უფლებას , სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ასე შემდეგ. ეს იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თუმცა ისინი დიახაც, თავისი განცხადებებით აღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს"- განაცხადა გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






