"რუსთავი 2 სტრასბურგთან ერთად დგას დემოკრატიის სადარაჯოზე, ხელისუფლება კი აზარალებს ქვეყნის დემოკრატიას" - ხოშტარია
პოლიტიკა - 15:01, 11 Mar, 2017     1492
პარლამენტის წინ რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფება "ევროპული საქართველს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.


როგორც მან ნიუპოსტს განუცხადა, ხელისუფლებამ სტრასბურგის გადაწყვეტილებიდანაც ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები.

"ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, როცა ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ, კვლავ აგრძელებენ გაუაზრებელი განცხადებების გაკეთებას. ქართული ოცნებიდან უამრავი ტყუილი ვრცელდება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტყუილი ნომერ ერთი: რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის - ამაზე სტრასბურგმა ცალსახად თქვა, რომ ეს არის რუსთავი 2 -ისა და ხელისუფლების დავა. მეორე ტყუილი, რომ ევროსასამართლოს არაფერი ისეთი არ უთქვამს. სინამდვილეში კი სტრასბურგის გადაწყვეტილება არის მკაფიო გზავნილი ყველა ავტორიტარული ხელისუფლების მიმართ, რომ მედიასთან ასე მოქცევის შემთხვევაში რა შედეგი დადგება. ისინი (ხელისუფლება) ცდილობენ, მოსახლეობა დააპირისპირონ რუსთავი 2-ს, იმ განცხადებებით, რომ თითქოს რუსთავი 2 სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. პირიქით, ეს ტელევიზია სტრასბურგთან ერთად დგას დემოკრატიის სადარაჯოზე"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

'ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი "ქართული ოცნების' ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" მუქარას კვლავ აგრძელებს.

"სასიხარულო ნამდვილად არაფერი არ არის, რომ ჩვენ იმ ველური ქვეყნების რიგში გადავედით, სადაც დემოკრატიის დასაცავად სტრასბურგის ჩარევაა საჭირო. სასიხარულოა,ს რომ ამ გზით მაინც შევაჩერეთ ხელისუფლება. ყველაზე უგუნური ქმედებაა ემუქრებოდე მოსახლეობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად შეიძლება ხელისუფლებამ ეს წითელი ხაზიც გადაკვეთოს" - განმარტა ხოშტარიამ.

პარლამენტის წევრის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები აზარალებს ქვეყნის დემოკრატიას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42