„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაწნული სილა“ - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 14:34, 11 Mar, 2017     2080
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი რუსთაველის გამზირზე დაიწყო. დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ აქციის დაწყებამდე ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე გააკეთა კომენტარი:


„საფრთხე რა თქმა უნდა არ არის ამოწურული. პირველ რიგში, ეს იმ რეაქციებიდანაც ჩანს, რაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ოცნების წარმომადგენლებს ჰქონდათ, ეს განსაკუთრებით კარგად იკითხება ევროპარლამენტარების მიმართ გაგზავნილ საპასუხო წერილში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ასტრალშია გასული, აღარც პულსზე უდევს ხელი, ვეღარც გრძნობს საზოგადოების წუხილს და არის თვითკმაყოფილების მორევში. ისეთ თვითკმაყოფილებაში, რომელსაც ლიტერატურულად თუ აღწერ , სხვანაირად უკვე დოკუმენტურ აღწერას აღარ ექვენმდებარება. მთავარი რაც არის ქართული საზოგადოებისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ არსებობს ინსტანცია, რომელსაც ივანიშვილის ფულით ვერ იყიდი. არსებობს ინსტანიცა, რომელსაც სუსი ვერ დააშინებს, არსებობს ინსტანცია, სადაც მოსამართლეები მოსამართლეები არიან და არა სიმულანტობით საავადმყოფოში წვებიან. ჩვენ დავინახეთ, რა არის რეალურად და რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპის ნაწილი.

ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქისთვის მიღწევა და შესაძლებლობაა უვიზოდ წავიდეს და ნახოს ევროპული გერმანია, ევროპული საფრანგეთი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო თუ რა მოაქვს ევროპას საქართველოსთვის, პირველ რიგში ის, რომ თუ გვეყოლება ჩვენ თავხედი ხელისუფლება, რომელიც ფეხქვეშ გათელავს ჩვენს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელავს ადამიანების უფლებების და თითოეული თქვენთაგანის ინტერესებს, ყოველთვის იარსებებს ინსტანცია, სადაც სამართალს იპოვი. ამ კუთხით, ეს არის აბსოლუტური შემობრუნება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის მნიშნელოვანი სილა, გაწნული დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მთელი ამ 5 წლის განმავლობაში თვითკმაყოფილების მორევშია ჩაფლული. თუ მათ შეიგნეს და ეს სამარცხვინო პროგრამა სახელწოდებით ქიბარ ხალვაში, გვერდზე გადადეს, დაანებეს რუსთავი 2-ს თავი, მისცეს შესაძლებლობა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებისა, მენდეთ, მეგობრებო, თქვენვე იხეირებთ ამით, სხვა შემთხვევაში ეს ყოვლად სამარცხვინო ბრძოლა უკვე წააგეთ და თუ გაგრძელდება, ხელისუფლება გადაყვება, ეს არ მანაღვლებს, ჩემთვის მთავარია, ამას არ გადაყვეს საქართველოს საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42