ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, გიორგაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
სახანძრო სამსახურის წარმოიმადგენელის თქმით, მეხანძრეები ადგილზე დროულად მივიდნენ, თუმცა ძლიერი ძარის გამო, ცეცხლის ლოკალიზება დროულად ვერ მოახერხეს და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
მათი თქმით, ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა: „სახლში ასაკოვანი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ისინი არ დაშავებულად, თუმცა სახლი საცხოვრებლად უვარგისია. სახლის ორივე სართული შიგნიდან მთლიანად დაიწვა, ჩამოიშალა სახურავიც“-გვითხრეს სახანძროში.
გამგეობაში გვეუბნებიან, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს ჩოხატაურში საცხოვრებელი სახლის დაწვის მეხუთე შემთხვევაა, სპეციალური კომისია სწავლობს მიყენებული ზარალის ოდენობას და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ დახმარება.
მასალის გამოყენების პირობები






