დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა
პოლიტიკა - 14:02, 11 Mar, 2017     1358

თბილისის მერი, დავით ნარმანია კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დაზარალებულ მოსახლეობას დედაქალაქის მერია მაქსიმალურად დაეხმარება. თბილისის მერის თქმით, სახლის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება. ასევე, ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, თბილისის მერია დროებით ბინის ქირას გადაუხდის.

„წუხელ მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობა პოლიციასთან ერთად, ვიმყოფებოდით ადგილზე. პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ პერიმეტრის დაცვა მოხდა. დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამით მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ. მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გუშინ კლიდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42