თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონში მშენებარე ბაღი დაათვალიერა
პოლიტიკა - 14:01, 11 Mar, 2017     1386

ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკის ქუჩის №4-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. მშენებარე ბაღში დღეს, თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

ახალი ბაღი ყოფილი №113-ე ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა

1 483 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაღში 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ახალ საბავშვო ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

„მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობის მონიტორინგი მთელი ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე პარალელურად ათზე მეტი ბაღი შენდება. კონკრეტულად ეს ბაღი, რომელიც თემქის მოსახლეობას მოუხსნის პრობლემას, გაიხსნება სექტემბერში. მანამდე ბაღი დასრულდება და აღიჭურვება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და პირველი ნაკადის მიღებას 2017 წლის სექტემბრიდან შეძლებს. თბილისში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა გრძელდება . სექტემბრისათვის დედაქალაქს ხუთი ახალი ბაღი შეემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42