ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთში, 14:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის შენობის წინ პოლიტიკოსები იკრიბებიან. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას ევროპისკენ:
„დღეს რუსთაველის გამზირზე მოვლენ ქართველი ევროპელები, ადამიანებმა ამ გამზირზე თავი იმიტომ არ გასწირეს, რომ ისევ რუსეთს დაუბრუნდნენ, დღეს ყველა ადამიანი ვინც აქ მოვა კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი ღირებებულებები არის ევროპული, ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს გაბედავს და მიაღწევს იმას, რომ ხალხის არჩევანი შეცვალოს, ყველა ადამიანი ვინც აქ მოვა აჩვენებს ხელისუფლებას, რომ არსებობს საჭიროება იმისა, რომ რუსთავი 2 არსებობდეს იმ ფორმით, როგორიც ის არის დღეს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






