„სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას არცერთ ხელისუფლებას არ აპატიებენ“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 12:49, 11 Mar, 2017     2804

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათზე დაიწყება. ადგილზე უკვე იკრიბებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, თავისუფლების მოსაპოვებლად მისთვის ბრძოლა არის საჭირო, იგი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება დღეს რუსთავი 2-ის მხარეს დადგება:

„დღევანდელი დღე ერთის მხრივ არის დღე, როდესაც საქართველოში გამრჯვა თავისუფალმა და საღმა აზრმა, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის ბუნებრივია ხელისუფლებისა და ხელისუფლების მესიჯებს ეს ეტყობა, მეორეს მხრივ ეს არის დღე, როდესაც ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებას დაცვა სჭირდება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ის ბოლო სვლა, რომელითაც ჩვენ შეიძლება ტავი მშვიდად ვიგრძნოთ, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ერში და დემოკრატიის მსურველ სახელმწიფოში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გვსურს თავისუფლება, თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ, რადგან ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება სწორედ აქ დადგება, ამ აქცია-კონცერტზე თან იზეიმებენ, თან აგრძნობინებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არამხოლოდ სტრასბურგი, არამედ ქართული საზოგაოდებაც მას არ დაუჭერს მხარს თუ იქნება ხელყოფილი დემოკრატია და თავისუფალი აზრი.

ყოველგვარი ცინიზმის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ვიხილე პრემიერის წერილი, სადაც ის წერს, რომ ის გაოცებულია ევროპარლამენტარების ასეთი ტონით, მსურს ვუთხრა, რომ ალბათ უფრო ევროპარლამენტარები და ზოგადად დემოკრატიული ევროპაა გაოცებული თუ როგორი გამაოცებელი დემოკრატია შესთავაზა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიოს, ევროპაზე უკეთეს დემოკრატიას გვპირდებოდნენ, მაგრამ თითქმის ყველა ძირითადი არხი, რომელსაც აქვს ეროვნული მაუწყებლობა აროს ხე;ოსუფლების კონტროლქვეშ, დარცა ერთადერთი ეროვნული მაუწყებელი რუსთავი 2, სადაც განსხვავებული აზრი ისმის, ქვეყანაში ხელყოფილია კერძო საკუთრება და უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ რამეს, რუსთავი 2-ის სახით არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ბუნებრივია, სიმძიმე თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ჩვენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა და რატომღაც სულ გვრჩება უკანა პლანზე კერძო საკუთრების ხელყოფის პროცესი, დავიწყოთ პირველი ინსტანციიდან, გაგრძელებული მეორე ინსტანციით, ეს პრეცენდენტი ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა, ხელისუფლება თავის ძალას იყენებდა მართლმსაჯულებაზე გავლენის მოსაპოვებლად, მაგრამ ბიუჯეტიდან ქრთამები გადახდილიყო, ან მოსამართლესთან მომხდარიყო გარიგება, რომ შენს ოჯახის წევრს შერავათს გვუკეთებთ მართლმსაჯულებაში და გათელე სიტყვის ტავისუფლება, ასეთი რამ ჯერ ამ ქვეყანაში მე არ გამიგია ყველაზე ველურ პერიოდშიც კი, ამდენად, დღევანდელმა ხელისუფლებამს ამწუხაროდ ძალიან მძიმე სტანდარტები დაამკვიდრა, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ ერთის მხრივ და ჩვენმა მისწრაფებებმა ევროპისკენ, უკვე ევროპაში იმ დონეზე ინტეგრაციამ, რომ ჩვენ ევროპა აღგვიქვამს უკვე მის ნაწილს, თუ რამე სისულელეს ქვეყანაში არ ჩავიდენთ და სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება ბევრ სისულელეს ჩადის, ცხადია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას არცერთ ხელისუფლებას არ აპატიებენ და ქართული საზოგადოება სწორედ ამის გვერდზე უნდა დადგეს“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42