მეექვსე მემილიონე ტურისტი - როგორ დახვდნენ ჰოლანდიელ სტუმარს საქართველოში
პოლიტიკა - 11:29, 11 Mar, 2017     2627

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელიც საქართველოში 2016 წელს მეექვსე მემილიონე ტურისტის შემოსვლას მიეძღვნა.

საქართველოში ჩამოსული მე-6 მემილიონე ადამიანი ჰოლანდიელი სტუმარი აღმოჩნდა, რომელსაც ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. ჯასპერმა თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა.

ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს და იგი პირდაპირ საზეიმო ვახშამზე მიჰყავთ. ჯასპერს აქ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ხვდება, რადგან ვახშამზე მას უშუალო მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას.

როგორც გიორგი გახარიამ ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2016 წელს შემოსული მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 6 მილიონი ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი, როგორც დარგი და ეკონომიკის სექტორი, სწრაფად ვითარდება.

„ჩვენ სერიოზულ იმედებს ვამყარებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში ტურიზმის ფაქტორზე. სახელმწიფო სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს ტურიზმის განვითარებისთვის და ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე საქართველო გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული ქვეყანა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურების სხვა სფეროებს უზარმაზარი როლი აქვთ სამუშაო ადგილების შექმნაში. „დღეს, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სექტორი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით გახლავთ ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ იყო გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც მიეძღვნა მეექვსე მემილიონე ტურისტს და რომელსაც უმასპინძლა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. ვიდეორგოლი მართლაც ძალზე შთამბეჭდავია“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ვიდეორგოლში კარგად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის თითოეული სტუმარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გადმოაბიჯებს. ჯასპერის მოგზაურობა საქართველოში არანაკლებ შთამბეჭდავად გრძელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ვიდეორგოლში განსაკუთრებულად არის ხაზგასმული, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ჩვენთან ჩამოსულ თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულად ხვდებიან. მასპინძლების ყურადღება, კულინარია, ქართული ღვინო, ბუნებრივი რესურსები, ფოლკლორი, ისტორიული მრავალსაუკუნიანი ძეგლები თუ ლანდშაფტი ქმნის სწორედ იმ საფუძველს, რომ საქართველოთი მოხიბლულ ტურისტებს საქართველოში განმეორებითი ვიზიტის სურვილი გაუჩნდეთ.

„ეს იყო ჩვენთვის ძალიან განსხვავებული გამოცდილება, რადგან ყველაფერი ხდებოდა ერთ დუბლში, წინასწარ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა და ყველაფერი იყო ძალიან სპონტანური. ვფიქრობ, კარგი მომზადების შედეგად კარგი ვიდეორგოლი გამოგვივიდა“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს სარეკლამო კომპანია ,,ვინდფორსის“ დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლთან ერთად შეიქმნა ინტერნეტპორტალი www.hostme.ge, სადაც ონლაინ-რეჟიმში საქართველოში მცხოვრები მომხმარებლების მიერ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება. ინტერნეტპორტალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებზე პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გააკეთა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვიდეორგოლისა და პორტალის პოპულარიზაცია დაგეგმილია საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც მოიცავს 14 ქვეყანას: იტალია, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და გაერთიანებული საემიროები.

ვიდეორგოლის ჩვენება საერთაშორისო გამოფენებისა და მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილი პრეზენტაციების (roadshows) ფარგლებში მოხდება.

4.30 წუთიანი ვიდეორგოლი კომპანია ,,ვინდფორსმა“ დაამზადა, რომელიც კვლევის საფუძველზე შეირჩა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42