საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 11:19, 11 Mar, 2017     1004

„საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე, ნიუ-იორკში, გაეროს მაღალი დონის ფორუმზე რამდენიმე პრეზენტაციას წარვადგენთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ შეკრებილ საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური ჩართულობის და ასევე ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებები და შერჩევითი აბორტის თემატიკა, რაც სქესის ნიშნით შვილობილობის საკითხს მოიცავს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

13 მარტს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სხდომა მუშაობას იწყებს. ღონისძიებას საქართველოდან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. გაეროს მაღალი დონის ფორუმზე საქართველოს მხრიდან წარსადგენ საკითხებზე გაეროს წარმომადგენლობის თბილისის ოფისში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერმინისტრის თანაშემწემ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ მთავარ გზავნილებზე იმსჯელეს, რომლებიც პრეზენტაციების სახით, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი.

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 61-ე სხდომას საქართველოდან პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერმინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42