არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, გიორგი კვირიკაშვილის წერილს „თავის მართლების უსუსურ მცდელობად“ აფასებენ.
საუბარია გიორგი კვირიკაშვილის წერილზე ევროპარლამენტარებისადმი, სადაც იგი შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტარების მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებაზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით:
„პრემიერი მგონი თვითონ გაოცებულია, პრემიერი რომ არის იმით. რაც შეეხება ასეთ პასუხებს, მე მახსენდება გაზეთ „პრავდაში“ რომ წერდნენ წერილებს და ეწინააღმდეგებოდნენ, ვის რა წერილებს სწერენ? ევროპარლამენტარების, ჩვენი პარტნიორების შენიშვნები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ და არა პასუხი გასცენ და გაოცებული იყვნენ, ოცნებიდან მმართველობის მეხუთე წელიწადში გაოცების ხანაში გადავიდნენ და ძალიან მძიმედ დაუმთავრდებათ გაოცების ხანა „პრავდას“ სტილში გაგზავნილი წერილების წერა თუ გააგრძელეს“, - აცხადებს პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






