ინგა გრიგოლიას კითხვა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხებოდა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, ასევე საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობასა და საქართველოს კონსტიტუციის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების დისკუსიის ფორმატში განხილვას. ინგა გრიგოლიას თქმით საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესები გარკვეულწილად საარჩევნო კამპანიის დასაწყისს გავდა.
„საარჩევნო კამპანიის დაწყებას თავისი დინამიკა და ლოგიკა აქვს და ასე არცერთი პოლიტიკოსი არ იწყებს და არ აბამს რაღაცას. გეთანხმებდით, გავდა მაგრამ გავდა ემოციით. გეუბნებით, რომ ეს არ იყო საარჩევნო კამპანია. მე დავინახე ინტერესი, როგორ გავაძლიეროთ და გავამთლიანოთ ეს ქვეყანა ერთიანი პოლიტიკური პროცესების შედეგად, სადაც ერთმანეთს კი არ ვლანძღავთ, ვსაუბრობთ ღირებულებებზე და თემებზე. ძალიან ამაღელვებელი მუხტი იყო და მიხარია, რომ ამაში ჩართული ვიქნები“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მეორე ვადითაც იყაროს:
„ძალიან მომწონს ფრაზა და სულ ვფიქრობ, სად გამოვიყენო და ამ კითხვას მიესადაგება „არც უარვყოფ და არც ვადასტურებ“- აღნიშნა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






