"შეურაცხყოფას პასუხს მიზანმიმართულად არ ვცემ, მაგრამ ცოტა ნუ დავიბნევით ამ მდგომარეობით"- პრეზიდენტი უმრავლესობის კრიტიკაზე
პოლიტიკა - 19:43, 10 Mar, 2017     2856
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი დადანაშაულება პარლამენტის უპატივცემულობაში არარეალურია. გიორგი მარგევლაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან რომ ყოფილიყო შეტყობინება, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა საპატრლამენტო სესიას ემთხვეოდა, ის მზად იყო შეხვედრა გადაედო. როგორც პრეზიდენტმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, უმრავლესობის წევრებს ხშირად „გაურბით სიტყვა“ პრეზიდენტთან ურთიერთობაში, თუმცა თავად ის ანალოგიურ პასუხს არ სცემს და თანამშრომლობის გაგრძელებას ცდილობს:

„ძალიან შევეჩვიეთ ცოტა ზედმეტი სიტყვის გაქცევას, ცოტა ზედმეტად ნერვულ საუბარს. ბოლო სამი წლის განმავლობაში რომ „დასქროლოთ“ პატივცემული დეპუტატების და მინისტრების განცხადებები და განწყობა რომლითაც მეურთიერთებიან, ეს აგრესია, უნარი რომ ძალიან იოლად სიტყვა გაექცეთ, ძალიან იოლად ნერვებს ვერ ითოკავენ... იცით რა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი ლექსიკონი შეიძლება შეიქმნას იმ უპატივცემულო გამონათქვამების და შეურაცხყოფის, რომელსაც ძალიან მიზანმიმართულად პასუხს არ ვცემ და არასდროს გამქცევია სიტყვა. არასდროს პიროვნულად არ გამიხსენებია, ვინ სად იყო და რას აკეთებდა, მომავალშიც ასე ვაპირებ, მაგრამ ცოტა ნუ დავიბნევით ამ მდგომარეობით. 3 წელიწადია ერთხელ არ გამქცევია სიტყვა არცერთ ადამიანზე, რომელიც პიროვნულად ვერც წინა ცხოვრებაში და ვერც ამ ცხოვერებაში ამის მეასედს ვერ გამიბედავდა, რასაც ეთერში ბედავენ და ძალიან მშვიდად ვპასუხობ. არანაირი უპატივცემულობა იმაში არაა, რომ იმ დღეს დავპატიჟეთ, როდესაც სესია იყო, ერთი ზარიც რომ ყოფილიყო, გადავდებდით შეხვედრას“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42