„ამ კითხვას, რატომ არ შევედი საკონსტიტუციო კომისიაში, პირველად მისვამენ. კომისიის თანათავმჯდომარეობის მოთხოვნა განპირობებული იყო შემდეგი რამით: თავმჯდომარეები განაპირობებენ ფორმატს, ფორმატი რომელიც დღესაა განპირობებულია ერთი თავმჯდომარის მიერ. ჩემი მოტივაცია და ლაპარაკი იყო იმაზე, რამდენად შემეძლებოდა ფორმატის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება. მე მიმაჩნდა, რომ კომისია უნდა იყოს უაღრესად გახსნილი საზოგადოების მიმართ. გახსნილობა იქნებოდა ის, რომ საზოგადოების კითხვაზე, რატომ ვცვლით კონსტიტუციას, იქნებოდა პასუხი. მე მინდოდა ფორმატის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა.
როდესაც ფუნდამენტური გადასინჯვა მიმდინარეობს კონსტიტუციის, მე მიმაჩნია და ამის მტკიცების სერიოზული საფუძველი მაქვს, რომ ეს უნდა იყოს ყველა მოქალაქის და ყველა ინტერსჯგუფის სრული თანხმობის დოკუმენტი. ეს პროცესი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომლის მიზეზიც გვესმის და მიზანსაც ვხედავთ. ამ გახსნილობისთვის მქონდა მე მოთხოვნა და ამიტომ მინდოდა თანათავმჯდომაროება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და ვხედავთ კომისიას, რომელშიც საკმაოდ მაღალკვალიფიციური კონსტიტუციონალისტები ქმნიან დოკუმენტს რომელიც შეიძლება ძალიან დახვეწილი იყოს, მაგრამ ეს იქნება ჩემი, შენი, სხვა მოქალაქეების თანაცხოვრების დოკუმენტი?“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






