გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობისა და ფართო საყოველთაო დისკუსიის მნიშვნელობა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის ცვლილების პროცესში.
„დღეს ოფიციალურად დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას მიმდინარესაკონსტიტუციო პროცესებში და ამასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა დიპლომატიურ კორპუსთან, კერძოდ მოწვეულნი იყვნენევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
ძალიან გახსნილ, მეგობრულ გარემოში იყო დისკუსია და მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან მოსაზრებები, თუ როგორ უნდა წარიმართოს ესპროცესები და როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებისა იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში, რასაცჰქვია საქართველოში კონსტიტუციური ცვლილება“,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






