იუსტიციის სამინისტრო ყოფილი თანამშრომლების მოგებულ დავას უზენაესში ასაჩივრებს
პოლიტიკა - 18:00, 10 Mar, 2017     6358
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ თანამშრომლების ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულმა სასამართლო და „შრომის კოდექსის“ რეფორმებმა სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი გახადა

მართლმსაჯულებისა და „შრომის კოდექსის“ საკანონმდებლო რეფორმებმა, რომელთა სულისჩამდგმელი 2012 წლის ბოლოდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო, საქართველოს სასამართლოები რეალურად დამოუკიდებელი გახადა − ამას ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაც. გადაწყვეტილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ორი ყოფილი თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენა და სამწლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

ორმა ყოფილმა თანამშრომელმა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წინააღმდეგ შრომითი დავა წამოიწყო, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. 2017 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 38 თვე).

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის: პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი თანამშრომლის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან“ 2014 წელს დაითხოვეს. მათ დავა სასამართლოში დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 38 თვე).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42